თბილისში, გლდანში, „ლიბერთი“ ბანკის ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული მოქალაქე შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე აიყვანეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ, 8 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.