ამერიკის შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყრის შედეგად დაზარალებულებს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყრის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენ ვდგავართ მეგობარი საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ადამიანების გადასარჩენად და დაშავებულთა დასახმარებლად”, - წერს ბლინკენი.