რაჭაში შოვში, სამაშველო სამსახურმა ბოლო მონაცემებით 19 ადამიანის ცხედარი იპოვა, სამძებრო სამაშველო ოპერაციები სტიქიის ზონაში გრძელდება, აღნიშნულ საკითხს გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან მათი განცხადებით სტიქია ხელისუფლების უმოქმედობამ გამოიწვია. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ქართული ოცნება აღნიშნულ განცხადებებს ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად აფასებს.