2008 წლის ზაფხულში პუტინს ისევე სურდა ომი, როგორც 2022 წლის თებერვალში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
ფოტიგას თქმით, დღეს ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ რუსეთი მზადაა, ნებისმიერი ტყული თქვას, როგორც საბაბი თავისი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად.
„ჩვენ ყველაზე აბსურდული სიტყვები მოვისმინეთ, რომლებიც სტალინისტურ დანაშაულებს ათეთრებენ და რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტსაც ამართლებენ. 2022, 2014 და 2008 წლებში, ისევე როგორც 1939 და 1940 წლებში, რუსეთმა გადაწყვიტა მის მშვიდობიან მეზობლებთან შეჭრილიყო, ვინაიდან, გრძნობდა, რომ ამის უფლება ჰქონდა. მან დასავლეთისა და მისი ინსტიტუტების სისუსტე იგრძნო და თავის ტყუილებზე პასუხად სიჩუმე გაიგონა. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ცნობილი სიტყვები, რომ ჯერ საქართველო, მერე უკრაინა, მერე, ალბათ, ბალტიის ქვეყნები და მერე, ალბათ, პოლონეთის დროც იქნება, ბევრის მიერ იყო ციტირებული არა როგორც გაფრთხილება, არამედ როგორც ჩვენი რუსოფობიის მაგალითი. იყო მცდელობები, რომ ისინი, ვინც რუსეთს ყველაზე კარგად იცნობს, გაჩუმებულიყვნენ. ჩვენ არ გავჩუმდით”, - წერს ფოტიგა.