პორტუგალიაში მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოწვეულ მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. „ბიბისის“ ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ოდემირიდან 1 400 ადამიანის ევაკუაცია საჭირო გახდა. ცეცხლი ათასობით ჰექტარზეა მოდებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 800 მეხანძრე. როგორც „ბიბისი“ წერს, ხანძარი ოდემირასთან რამდენიმე დღის წინ გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო ალგარვეს რეგიონის მთიან ნაწილში გავრცელდა. ხანძრების გამო დაკეტილია რამდენიმე ავტომაგისტრალი, მათ შორის პორტოდა და ლისაბონის დამაკავშირებელი გზატკეცილიც. პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი ორშაბათს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. სანტარემში ტემპერატურა 46,4 გრადუსამდე გაიზარდა.