თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შოვში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ მეტი ვერტმფრენის არსებობის შემთხვევაში, არსებული სურათი რაჭაში ვერ შეიცვლებოდა. მან ასევე განმარტა რომ ვერტფრენის შეძენას გარკვეული დრო სჭირდება და მას პირდაპირ ერთ დღეში ვერსად იყიდი. მისივე თქმით, ვერტმფრენების შეკვეთიდან იწყება კონკრეტულის დამზადება.