15 წელი აგვისტოს ომიდან და ისევ კამათის საგნად ქცეული თარიღი - ქართული ოცნება ომის წლისთავს დღეს, 8 აგვისტოს აღნიშნავს, რაც ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ თარიღის ცვლილებებით ხელისუფლება რეალობის დამახინჯებას ცდილობს.