საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მე-11 ადგილი შეინარჩუნა მსოფლიო რაგბის რეიტინგში, სადაც გასულ უქმეებზე გამართული მატჩების შედეგებით არაერთი ცვლილება შევიდა.
საინტერესოა, რომ მომავალ მსოფლიო თასზე C ჯგუფში გაწევრიანებული ოთხეული ისევ ერთმანეთის მიყოლებით არის განლაგებული, რაც დიდ ბრძოლებს მოასწავებს. ავსტრალია მერვეა, უელსი – მე-9, ფიჯი – მე-10, ხოლო საქართველო – მე-11.
სიახლე ისაა, რომ უელსელებმა ინგლისის ნაკრების დამარცხების (20:9) ხარჯზე 1.10 ქულა შეიმატეს და ბოლო პერიოდში შერყეული რეპუტაცია მცირედით გამოისწორეს, ფიჯის კი იაპონიაში მოგებული მატჩის (35:12) წყალობით, ერთბაშად 1.84 ქულა გამოიმუშავა.
უცვლელი დარჩა ლიდერთა სამეული ირლანდიის, ახალი ზელანდიისა და საფრანგეთის შემადგენლობით
შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ქართველი მორაგბეები ხსენებულ აშშ-ს უმასპინძლებენ და ქულების დამატების მხრივ, მაშინაც არაფერს უნდა ველოდეთ, სარეიტინგო თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო კი 26 მარტს გლაზგოში დაგეგმილი ტესტია. ბორჯღალოსნების მეტოქე შოტლანდია იქნება და წარმატების შემთხვევაში, საქართველოს სოლიდური მატება ექნება.