კონფერენსლიგის პლეი ოფში ევროტურნირებს შემორჩენილი ერთადერთი ქართულმა კლუბის გორის დილას სავარაუდო მეტოქეების ვინაობა ცნობილია.
თუკი გორელებმა მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში ნიქოზიის აპოელ-ს აჯობეს, ჯგუფში შესვლამდე კიდევ ერთი ბარიერის დაძლევა მოუწევთ, მოწინააღმდეგე კი აქედან ერთ-ერთი იქნება:
გენტი (ბელგია) ან პოგონი (პოლონეთი),
არისი (საბერძნეთი) ან დინამო კიევი (უკრაინა),
ლილი (საფრანგეთი)
პლზენი (ჩეხეთი) ან გზირა (მალტა).
შეგახსენებთ, რომ გორის დილამ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკური დუნაისკა სტრედა დაამარცხა, მეორე წრეში კი უკრაინულ ვორსკლას აჯობა. ორივე შემთხვევაში ანდრეი დემჩენკოს გუნდმა საშინაო მატჩი შინ ჩაატარა და სასურველი ანგარიშით გამარჯვება მოახერხა.
დილა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე აპოელ-ს დინამო არენაზე 10 აგვისტოს დაუპირისპირდება, საპასუხო შეხვედრას კი 17 აგვისტოს, უკვე სტუმრად გამართავს. კვიპროსული გუნდის რიგებში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი თამაშობენ. კოფერენსლიგის პლეი-ოფის მატჩები 24 და 31 აგვისტოს არის დაგეგმილი.