პარლამენტის წინ, გლოვის დღესთან და აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა აქცია სახელწოდებით „თანადგომისთვის“ გამართეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, დღევანდელი შეკრების მიზანია, შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას დაანახონ, რომ ტკივილი და თანადგომა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პოსტებს სცდება. მოქალაქეების თქმით, ისინი ამ შეკრების საშუალებით საქართველოს ხელისუფლებას ახსენებენ, რომ შოვში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლები არიან, რადგან შესაბამისი უწყებები პრობლემების აღმოფხვრაზე არ მუშაობენ.