2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებს. მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას დილიდან პატივი მიაგეს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და „ქართული ოცენბის“ ლიდერებმა. მთავრობის წარმომადგენლები ღიად აცხადებენ რომ აგვისტოს ომის თავიდან აცლიება შესაძლებელი იყო, თუმცა იმდროინდელმა ხელისუფლებამ გატარებული პოლიტიკით ეს ვერ შეძლო. ძმათა სასაფლაოზე მყოფი გმირების ოჯახის წევრები იხსენებნ დაღუპულ მეომრებს.