უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინულ პორტებზე თავდასხმებს გააგრძელებს, ომის დასრულებამდე ის, შესაძლოა, ხომალდების გარეშე დარჩეს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვმა შავი ზღვა დაბლოკა, მათ შორის უკრაინის ტერიტორიული წყლები, მაგრამ უკრაინამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას აქვს უფლება თავის ტერიტორიულ წყლებში საქონლის შეტანასა და გატანაზე მიიღოს გადაწყვეტილება.
"თუ რუსეთი შავ ზღვაში დომინირებას და მის ბლოკადას სარაკეტო დარტყმებით გააგრძელებს, უკრაინა იმავეს გააკეთებს. ჩვენ არ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა, მაგრამ თუ სროლას გააგრძელებენ, ომის დასრულებამდე შესაძლოა, ხომალდების გარეშე დარჩნენ. და ამის ჩვენება გვინდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა სამოქალაქო მოსახლეობაზე და მარცვლეულის დერეფნებზე მიტანილ დარტყმებს აუცილებლად უპასუხებს.