რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე მონიტორინგის სისტემების დაყენების გადაწყვეტილება მიიღო. მეწყერსაშიშ ტერიტორიებზე ე.წ.ი მეტეოროლოგიური რადარების დამონტაჟებას გეოლოგებისა და ექსპერტების ნაწილიც მოითხოვდა. ისინი პირადპირ ამბობენ, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტომ მონიტორინგი უნდა გააძლიეროს.