მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. მინისტრთა კაბინეტის წევრევმა შოვში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამაშველი ღონისძიებაში 400-მდე მაშველი იღებდა მონაწილეობას, რის შედეგადაც, უსაფრთხო ადგილზე 210-ზე მეტი ადამიანის გადაყვანა მოხერხდა. ამასთან, მინისტრთა კაბინეტის წევრები გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ სტიქიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, რადგან მოვლენები კომპლექსურად და მყისიერად განვითარდა. ვიცე-პრემიერის განმარტებით, სტიქიის ლიკვიდაციის რესურსი ქვეყანას აქვს.