თანადგომისთვის - ამ სახელწოდებით დღეს, პარლამენტის წინ აქცია ჩაინიშნა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 21:00 საათზე შეიკრიბებიან. აქციაზე არ იქნება სიტყვით გამოსვლები. აქციის ორგანიზატორების განცხადებით საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები შოვში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და შეახსენებენ რუსეთს, რომ ოკუპანტია.