მთავრობის სხდომაზე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. მისი განმარტებით, სტიქიის ზონაში მთავრობა პირველივე წუთიდან ჩართული იყო სამძებრო, სამაშველო ღონისძიებაში. რის შედეგადაც, უსაფრთხო ადგილზე 210-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. კიდევ რა განცხადებები გააკეთდა მთავრობის სხდომის დაწყებისას