ჩინეთში მიწისძვრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. 5.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა შანდონგის პროვინციაში მოხდა. შედეგად, 126 სახლი ჩამოინგრა ბიძგები იგრძნობოდა პეკინშიც, ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის მოშორებით. მომხდარის გამო გაუქმდა ასობით მატარებლის რეისი.