ლიეტუვა გმობს რუსეთის მიერ 15 წლის წინ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა "ტვიტერში" წერს.
მისი თქმით, ლიეტუვა რუსეთს მოუწოდებს, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან თავისი ძალები გაიყვანოს.
"დღეს უკრაინა საკუთარ თავისუფლებას იმავე აგრესორისგან იცავს. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან", - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.