პრემიერლიგის დაწყებამდე 1 კვირით ადრე ინგლისის სუპერთასი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სიტი და არსენალი დაუპირისპირდნენ - არტეტას გუნდმა პენალტების სერიაში მოიგო 1:1 (4:1) და ახალ სეზონში პირველ ტიტულსაც დაეუფლა.
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ 45 წუთის განმავლობაში ორივე გუნდს მომენტები ჰქონდა, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შეხვედრის 64-ე წუთზე გვარდიოლამ ერლინგ ჰაალანდის ნაცვლად კოულ პალმერი შეიყვანა, კოვაჩიჩის ნაცვლად კი კევინ დე ბრუინი.
77-ე წუთზე სწორედ დე ბრუინის პასის შემდეგ, პალმერმა საჯარიმოს გარეთ ბურთი მიიღო და შორეულ კუთხეში რამსდეილს აუღებელი დაურტყა. თითქოს ყველაფერი გადაყწვეტილი იყო, მაგრამ 101-ე წუთზე "მეთოფეებს" გმირად ლეანდრო ტროსარი მოევლინა, რომლის კარისკენ დარტყმული ბურთი აკანჯის მოხვდა და ორტეგა უძლური აღმოჩნდა
პენალტების სერიაში არსენალი აშკარად უკეთ გამოიყურებოდა - მათ 4-დან 4 ბურთი გაიტანეს, სიტის მხრიდან კი ჯერ დე ბრუინმა გაარტყა ხარიხას ბურთი, შემდეგ კი როდრის რამსდეილმა აჯობა.
აღსანიშნავია, რომ ეს ტიტული არსენალმა ისტორიაში მე-17-ჯერ გაიფორმა, ლივერპულს გადაასწრო და მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედს ჩამორჩება.