გერმანიის II ბუნდესლიგის მე-2 ტურში კარლსრუე ჰამბურგთან მარცხისგან ბუდუ ზივზივაძემ გადაარჩინა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო, მე-5 წუთზე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.
პირველი ტურისგან განსხვავებით, როცა ბუდუ ძირითად შემადგენლობაში იყო, ამჯერად მხოლოდ 79-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. კარლსრუემ ჰამბურგთან ტაიმი 1:0 მოიგო, მაგრამ 61-ე და 66-ე წუთებზე ორი გოლი გაუშვა და მარცხდებოდა.
95-ე წუთზე ზივზივაძეს შესანიშნავი პასი გაუკეთა ლარს შტინდლმა, ხოლო მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ქართველმა ფორვარდმა შანსი გამოიყენა და კრისტიან აიხნერის გუნდს ქულა გადაურჩინა. ზივზივაძისთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი გოლია მეორე მატჩში, კარლსრუეს რიგებში კი სულ მეორე გოლი გაიტანა, სადაც იანვრიდან მოყოლებული თამაშობს.