ერთ-ერთი გამოცემა წერს რომ ჯიდაში, უკრაინის ომთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში ჩინეთმა აქტიური მონაწილეობა მიიღო და მომავალში მსგავსი შეხვედრების გამართვის შესახებ პოზიტიური სიგნალი გაგზავნა. გამოცემის ცნობით, დახურული მოლაპარაკებები საბოლოო დეკლარაციის გარეშე დასრულდა. 5-თ 6 აგვისტოს საუდის არაბეთში ორდღიანი სამიტი გაიმართა, რომელზეც 42 ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინაში ომის მშვიდობიანად დასრულების გზები განიხილეს. შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე გაიმართა. სამიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მონაწილეებმა შეთანხმებას მიაღწიეს მშვიდობიანი გადაწყვეტის ძირითად საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.