შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დასკვნა გამოქვეყნა. გასაჯაროებული დოკუმენტით ირკვევა, რომ ხეობაში მყინვარ ბუბას დასავლეთით ჩამოშლილი კლდეზვავური მასა მყინვარს შეეჯახა, რის შემდეგაც მყინვარის გარკვეული ნაწილი ჩამოინგრა. გეოლოგები სწორედ ამ პროცესებს უკავშირებენ მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინებას, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა ხეობის კალაპოტში დიდი სიჩქარით მოძრაობა დაიწყო. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მყინვარების დნობა სწორედ ამ სეზონისთვისაა დამახასიათებელი და განმარტავენ იმასაც, რომ ამ ტიპის მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკულად შეუძლებელია.