15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
"უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.