შოვში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების არეალი გააფართოეს. ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა. ასევე ცოცხალი ძალა. შეუჩერებლად მუშაობენ მეხანძრე მაშველები. ადგილზე ასევე მობვილიზებულია თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედროები, საინჟინრო ქვედანაყოფები და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა მძიმე ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით, ასევე ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა. დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო ასაწყობი საფეხმავლო ხიდები დამონტაჟდა. აღნიშნული კონსტრუქციები სამხედრო მოსამსახურებს და მაშველებს მეტი ფართობის შესწავლისა და გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.