პაკისტანის სამხრეთში მატარებელი რელსებიდან გადავარდა, რის შედეგადაც მინიმუმ 19 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.
BBC-ის ცნობით, Hazara Express-ის რამდენიმე ვაგონი საჰარას რკინიგზის სადგურთან ნავაბშაჰში ამობრუნდა.
დაშავებული მგზავრები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სინდის პროვინციის ნავაბშაჰისა და მისი მეზობელი რაიონების მთავარ საავადმყოფოებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
სამაშველო ჯგუფები ვაგონებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ.
პაკისტანის რკინიგზისა და ავიაციის ფედერალურმა მინისტრმა, ხავაჯა საად რაფიკემ ადგილობრივ მედიას განუიცხადა, რომ ოფიციალური პირები ფოკუსირებული არიან სამაშველო სამუშაოებზე, ამის შემდეგ კი ავარიის მიზეზებს გამოიძიებენ.
BBC-ი წერს, რომ პაკისტანის მოძველებულ სარკინიგზო სისტემაზე უბედური შემთხვევები იშვიათი მოვლენა არ არის. 2021 წელს სინდის პროვინციაში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 2013-2019 წლებში მსგავს ინციდენტებს 150 ადამიანი ემსხვერპლა.