ინგლისის ჩემპიონშიპში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა. 23 წლის ნახევარმცველმა უოტფორდის მაისურით ქუინს პარკ რეინჯერსთან პირველი ტურის შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.უოტფორდმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა, გიორგი კი მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა და ამ დროისთვის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო. ჩაკვეტაძე საკმაოდ აქტიური იყო და რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა. ერთ ეპიზოში ქართველ ფეხბურთელს სულ ცოტა დააკლდა გოლამდე - მისი დარტყმის შემდეგ ბურთმა ქპრ-ის კარის ძელს ძალიან ახლოს ჩაუარა.გიორგი ჩაკვეტაძის თამაში Whoscored-მა 6.50 ბალით შეაფასა. გიორგიმ კარისკენ 2-ჯერ დაარტყა, ჰქონდა 2 წარმატებული დრიბლინგი და 1 მოგებული ორთაბრძოლა, ხოლო მის 15 გადაცემიდან ყველა ზუსტი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდს ბელგიური გენტიდან ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. სეზონის დასრულების შემდეგ ინგლისურ კლუბის მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.უოტფორდი ჩემპიონშიპში მეორე ტურის შეხვედრას 12 აგვისტოს, შინ პლიმუთთან გამართავს, იქამდე კი 8 აგვისტოს, ინგლისის ლიგის თასზე სტუმრად სტივენიჯს ეთამაშება.