მინდა მივმართო საქართველოს გენერალურ პროკურატურას - დაუყოვნებლივ გაავრცელეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით დაწყებულია თუ არა გამოძიება და გამოძიება მიმდინარეობს თუ არა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შესახებ , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან სამუშიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ლელო“ სამართლებრივი ზომების გატარებას ითხოვს, რადგან ექსპერტიზის დაგვიანება შესაძლებელია ძვირად დაუჯდეს შემდეგში სამართლებრივ წარმოებას, ვინაიდან, ამინდიდან გამომდინარე წაშლილი იქნას საექსპერტო კვლევისთვის აუცილებელი მასალები.
„მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს, ძალიან მძიმე დღეებია ჩვენს ქვეყანაში. ბოლო ორი დღის განმავლობაში მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობენ ექსპერტების, გამომძიებლების ნაცვლად, რომ წყალი არ დაგუბებულა, წყლის დონეს არ მოუმატია და ა.შ. დღეების განმავლობაში განსაცვიფრებელია, რომ არც ერთი ხმა არ ისმის გამოძიების დაწყების შესახებ.
მე მინდა მივმართო საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რადგან გენერალური პროკურატურის ვალდებულებაა ზედამხედველობა გაუწიოს ყველა გამოძიებას და დაიწყოს გამოძიებაც კი. დაწყებულია თუ არა გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, სავარაუდო გულგრილობასთან დაკავშირებით და დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით. თუ დაწყებული არ არის, ეს არის უკვე დანაშაული. დანიშნულია თუ არა შესაბამისი სახის ექსპერტიზები, რათა დადგინდეს ობიექტური რეალობა და ჭეშმარიტება სინამდვილეში რა მოხდა. ექსპერტებად არ გამოდგებიან პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან, რომლებიც წყლის მომატება/არ მომატებაზე საუბრობენ და შემდეგ გამორიცხავენ შესაძლებლობებს, რომ ადამიანები გადარჩენილიყვნენ. ასევე, რამ გამოიწვია აღნიშნული ღვარცოფი და უბედურება და შემდეგ გამოძიებულა უნდა გაარკვიოს შესაძლებელი იყო თუ არა არიდება ამ ყველაფრის, საუბარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე, ასევე, გამოძიების ფარგლებში გამოთხოვილი არის თუ არა შესაბამისი მტკიცებულებები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, კომპანიებიდან, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს აწარმოებენ, რათა დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება“, - განაცხადა სამუშიამ.