ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით არსებული მძიმე ვითარების პარალელურად, მტკივნეულია იმის გააზრება, რომ ხელისუფლებას კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციასთან უწევს ბრძოლა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლებას ხან კომუნისტების დროს აგებული კოტეჯების მშენებლობის ნებართვის გაცემა დააბრალეს, ხან ვერტმფრენის თემით შეეცადნენ სიცრუის გავრცელებას. მისი განცხადებით, აღნიშნული დეზინფორმაციებით, რადიკალური ოპოზიცია სტიქიის შედეგებით სარგებლობის მიღებას ცდილობს.