ყველა ჩართულია, ყველა უწყება მობილიზებულია და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში და ამ უბედურების ფონზე, რაც სამწუხაროდ დღეს გვაქვს , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია რა მდგომარეობაა ადგილზე.