გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ისწავლონ ბირთვული კატაკლიზმიდან , რომელიც იაპონიის ქალაქ ჰიროსიმას 1945 წლის 6 აგვისტოს დაატყდა თავს.
„ბირთვული ომის დაფდაფების ხმა კიდევ ერთხელ ისმის; უნდობლობა და განხეთქილება იზრდება. ბირთვული ჩრდილი, რომელიც მსოფლიოს ცივი ომის დროს დაემუქრა, ხელახლა გაჩნდა და ზოგიერთი ქვეყანა კიდევ ერთხელ უგუნურად აჟღარუნებს ატომურ იარაღს და ამ გამანადგურებელი ინსტრუმენტის გამოყენებით იმუქრება", - აღნიშნა გუტერეშმა.
მისი თქმით, სახელმწიფოებმა, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღი, უნდა აიღონ ვალდებულება, რომ არასოდეს გამოიყენონ ის.