წყალმზომებით იზომება წყლის დონე და არცერთი წინა დღის განმავლობაში და არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება, არც კლება , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, სტიქიის ზონაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, წყლის დონესთან დაკავშირებით უამრავი სპეკულაცია იყო.
„რაც შეეხება წყლის დონეს, რაზეც უამრავი სპეკულაცია იყო, თითქოს წინა დღეებში იყო მომატებული, შემდეგ ითქვა, რომ საერთოდ არ მოდიოდა მდინარე, მინიმუმამდე იყო დასული, ეს ყველაფერი გაირკვა, რომ იყო სპეკულაციები.
წყალმზომებით იზომება წყლის დონე და არცერთი წინა დღის განმავლობაში და არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება, არც კლება. დანარჩენს კომპეტენტური პირები იტყვიან “, - განაცხადა კობახიძემ.