5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 30 რაკეტა და 27 თავდასხმის დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2023 წლის 5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე რუსმა დამპყრობლებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო და საზღვაო ბაზირების რაკეტებით, ასევე ირანული "შაჰედ-136/131" თავდასხმის დრონებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, 5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე თავდასხმების რამდენიმე ტალღის განხორციელებისას რუსულმა ძალებმა თავდასხმის 70 საშუალება გამოიყენეს, 60-მდე მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.