შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. რამდენიმე წუთის წინ, მაშველებმა სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანებისგან ჯერჯერობით მხოლოდ 7-ის იდენტიფიცირება მოხდა.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, დაღუპულია 15 პირი.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.