შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის, რომელსაც მეუღლესთან, ზაზა მესხთან და სამ მცირეწლოვანთან ერთად ეძებდნენ. მათივე ინფორმაციით, ცხედრის იდენტიფიცირება ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მოხდა.
ახლობლებს ოჯახის დანარჩენ წევრებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი უწერაში ისვენებდა, თუმცა 3 აგვისტოს ისინი შოვის დასათვალიერებლად იყვნენ წასული.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 12 პირი. ამ დროისთვის 6 ადამიანია იდენტიფიცირებული.