„ნაპოლი“ ტრავმების ეპიდემიას ებრძვის. სეზონის დაწყებამდე კი ორ კვირაზე ცოტა რჩება.4 აგვისტოს ნეაპოლელებმა მორიგი ვარჯიში გამართეს, რომელზეც კვარაცხელიაც გამოჩნდა. ხვიჩა სრულად არ დახარჯულა და გუნდთან ერთად 100%-იანი დატვირთვა არ მიუღია, თუმცა ის ფაქტი, რომ ქართველმა უკვე ივარჯიშა კარგია.
Ilmionapoli წერს, რომ დემემ, ლობოტკამ, ჟესუსმა, საკომ და კვარაცხელიამ აუზზე ივარჯიშეს. ხვიჩამ წინა დღით მხოლოდ სპორტდარბაზში ივარჯიშა, სადაც ვიქტორ ოსიმენიც იმყოფებოდა. ამჯერად ნეაპოლელთა სპორტდარბაზში მარიო რუი, ოსიმენი და ოლივერა იმყოფებოდნენ.ასევე გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ზამბო ანგისა მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმის გამო 2 კვირით იუქმებს.ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუ როდის შეძლებს ხვიჩა მოედანზე სათამაშოდ დაბრუნებას. რუდი გარსიას გუნდს შესაძლოა სეზონის მძიმე სტარტი გამოუვიდეს, თუ ტრავმირებულები მოედანს დროულად არ დაუბრუნდებიან.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 6 აგვისტოს „აუგსბურგს“ და 11 აგვისტოს ლიმასოლის „აპოლონს“ დაუპირისპირდება, რის შემდეგაც 19 აგვისტოს სერია A-ს საწყის ტურში „ფროზინონეს“ ესტუმრება.