აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები შეისწავლოს. ტრამპი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალის წაყენება არჩევნებში ჩარევას ნიშნავს. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, რესურსები, რომლებიც უნდა დახარჯულიყო საარჩევნო მიტინგებზე, ახლა მემარცხენეებთან ბრძოლაზე იხარჯება, რასაც ის არჩერვნებში ჩარევის მცდელობას უწოდებს. პირველ აგვისტოს დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობისთვის ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს. თავად ტრამპი დანაშაულს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.