უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებები გლობალურ სამშვიდობო სამიტს გზას გაუხსნის . ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული მიმართვაში ისაუბრა საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, რომელშიც მონაწილეობას არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. მისივე თქმით, შეხვედრაზე უკრაინის მშვიდობის ფორმულასაც განიხილავენ.