შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები დილიდან განახლდა. ადგილზე მუშაობს ავიაცია.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალები.
შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 11 პირი.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.