ხელისუფლების ლიდერები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ. პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. მათი განცხადებით, სამაშველო სამსახურებმა ყველა გადაუდებელი ამოცანა გუშინვე, მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულეს. ლიდერთა შეფასებით, ადგილზე კატასტროფის სურათი საკმაოდ მძიმეა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, ძალიან არასერიოზულია. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კი მზადყოფნას გამოთქვამს, თუკი შოვში მომხდარი ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოებში უცხო ქვეყნების დახმარება გახდება საჭირო, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან კომუნიკაციაში ჩაერთოს.