შოვში დამანგრეველ სტიქიას 11-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე 25 ადამიანი იძებნება, რომლებთანაც ახლობლები და ოჯახის წევრები კონტაქტზე ვერ გადიან. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. სტიქიის ადგილზე პრემიერ-მინისტრი იმყოფება, რომელმაც განაცხადა რომ სამაშველო სამუშაობეში ჯარიც ჩაერთვება. ქვეყანაში გლოვის დღედ კი 7 აგვისტო გამოცხადდა.