რაჭაში მომხდარ სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მწუხარება გამოთქვა. საპატრიარქოს მიმართვაში წერია, რომ ისინი მოვლენებს თვალს შეშფოთებით ადევნებენ. მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია.