რაჭის სტიქიაზე გომელაურის უწყებისა და საქართველოს ხელისუფლების რეაგირება პოლიტიკური კრიტიკის საგანი გახდა. ოპოზიცია სახელმწიფოს არაჯეროვან მუშაობაში ადანაშაულებს, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპონენტები ტრაგედიის პოლიტიკურ აქტივად გადაქცევას ცდილობენ. - კიდევ რა განცხადებებს აკეთებენ სტიქიის გარშემო პოლიტიკოსები.