კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ მალტურ „ჰამრუნს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
პირველი მატჩი მალტაში გია ჭიაბრიშვილის გუნდმა 1:2 დათმო.
თბილისური მატჩის პირველი ტაიმი „დინამომ“ აქტიურად დაიწყო და საწყის წუთებში უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა ტაბლოზე ეს ვერ ასახა.
მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე სტუმრებმა მაისურაძის შეცდომით ისარგებლეს და იურანოვიჩმა ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში მეტოქე კაცნაკლული დარჩა. შესვენებისას ინციდენტი მოხდა და არბიტრმა მოედანი გია ჭიაბრიშვილთან ერთად გოლის ავტორ იურანოვიჩს დაატოვებინა.
„დინამომ“ დარჩენილ დროში ვერაფერი შეცვალა და როგორც სჩვევია ხოლმე ევროსარბიელს უღიმღამოდ გამოეთიშა.