აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს, თავს უდანაშაულოდ ცნობს. ყოფილ პრეზიდენტს, ბრალი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე აქვს წარდგენილი. ის ფორმალურად დააკავეს, თუმცა მომდევნო სასამართლო პროცესამდე, რომელიც 28 აგვისტოსაა ჩანიშნული გაათავისუფლეს. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ეს ტრამპის მესამე დაკავებაა. ტრამპმა, სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, მის წინააღმეგ წაყენებული ბრალდებები გააკრიტიკა და თქვა რომ საბრალდებო დასკვნა პოლიტიკური ოპონენტის დევნაა.