ევროპელი სოციალისტების ინიციატივას, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას ეხება ექსპერტების ნაწილი კომიკურს უწოდებს. ამბონენ, რომ ომის თემის წამოწევა წინასაარჩევნო პროპაგანდაა. პოლიტოლოგების ნაწილი კი თვლის, რომ გამოძიება აუცილებელია, თუმცა პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში არ უნდა წარიმართოს. ევროპელი სოციალისტები პარლამენტში 2008 წლის ომის საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვენ. ფრიდონ ინჯიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის აგენტია და მისი სასჯელისგან გათავისუფლებისთვის კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს.