შოვში, სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე ადამიანი გამოიყვანეს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.
შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი.