ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დღეს ოფიციალურად ბრალს წაუყენებენ. ტრამპს ბრალს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შედეგების გაუქმების მცდელობისთვის ოთხი ეპიზოდით წაუყენებენ. ესენია, შეთქმულება ქვეყნის მოტყუების მიზნით, მოწმეზე ზეგავლენა, არეულობის მოწყობის მცდელობა და შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების წინააღმდეგ. ექსპრეზიდენტს სასამართლოში ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის ელოდებიან. წინასწარი ინფორმაციით, ის ბრალის აღიარებას არ აპირებს, თუმცა გაივლის ფორმალურ პროცედურებს, რაც თითის ანაბეჭდების აღებას და პირადი მონაცემების შევსებას გულისხმობს. თავად დონალდ ტრამპმა მის წინააღმდეგ ბრალდებებს უპრეცედენტო და კუდიანებზე ნადირობა უწოდა.