ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი ძალაში შევიდა. იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოზე გაიდლაინების ეროვნულმა საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი 25 ივლისს დაამტკიცა. საბჭოს წევრები მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ 2023 წელს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები მკურნალობაში ჩაერთვებიან. ივანე ჩხაიძის თქმით, პირველ ეტაპზე მკურნალობაში ჩაერთვება 5-ი 6 ბავშვი, რომლებსაც ასაკის გამო ცოტა დრო აქვთ დარჩენილი იმისთვის, რომ მათზე პრეპარატმა ეფექტურად იმოქმედოს.