შოვში, სტიქიის ზონიდან 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფრმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 40-მდე ადამიანი იმყოფება.