რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის გამო ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად გამოირთო.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
„ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.